loader

მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, შეიძლება ითქვას, კრიტიკულიც - პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, შეიძლება ითქვას, კრიტიკულიც - პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმი

პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, შეიძლება ითქვას, კრიტიკულიც, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა - არც გაუარესებულა და არც დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

რაც შეეხება ოჯახის სურვილს უცხო ქვეყნიდან ექიმი-სპეციალისტის მოწვევის თაობაზე, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, გუშინ ელოდებოდნენ სპეციალისტს, თუმცა ამ დრომდე კლინიკაში არ მისულა.


ალბათ, მისამართი შეეშალათ - პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი მაჩალიკაშვილის მამა

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა": თუ ჩემი შვილი ეჭვმიტანილი იყო, დაებარებინათ, ჩემი ხელით მივუყვანდი"