loader

ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ

თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, დაჭრილებიდან ერთი პირველი ექსპერიმენტული, მეორე კი 51-ე სკოლის მოსწავლე იყო.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მათგან ერთ-ერთს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს ("ინტერპრესნიუსი" მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს), სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა და საავადმყოფო მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ინფორმაციით, აღნიშნული პირი საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.