loader

პოლიციელს წარსულში გამოწერილი ჯარიმის გამო სცემეს - რას ამბობს თვითმხილველი რესტორანში მომხდარ ჩხუბზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელს წარსულში გამოწერილი ჯარიმის გამო სცემეს - რას ამბობს თვითმხილველი რესტორანში მომხდარ ჩხუბზე

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყბის ძვლის მოტეხილობით სამედიცინო ცენტრ "გორმედშია" მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორს, რომელიც გორის ერთ-ერთ რესტორანში ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, ფიზიკური დაპირისპირება გვერდით სუფრაზე მყოფ მოქალაქესთან მოუხდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშსწორება გახდა, რომელიც წარსულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. კერძოდ, თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მოქალაქე პოლიციელს წარსულში ჯარიმის გამოწერის გამო გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. "გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის თქმით, პოლიციის თანამშრომელს ოპერაცია გაუკეთდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. სტაციონარიდან გაწერის მიზანშეწონილობაზე კი ექიმები დღეს იმსჯელებენ.