loader

გერმანიის "შარიტეს" კლინიკისგან თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს - ჯანდაცვის სამინისტრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიის "შარიტეს" კლინიკისგან თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს - ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გერმანიის "შარიტეს" კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის, პაციენტ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს. "ამ დროისთვის პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


მაჩალიკაშვილის მამა: არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა

რა მოხდა მაჩალიკაშვილების სახლში საბედისწერო ღამეს? - დაჭრილის მამა დეტალებს იხსენებს