loader

პოლიციელს რაცია ამოაცალეს და გაიქცნენ - ადვოკატი ინციდენტზე, რის გამოც რუსთავის პოლიციის 2 თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელს რაცია ამოაცალეს და გაიქცნენ - ადვოკატი ინციდენტზე, რის გამოც რუსთავის პოლიციის 2 თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ხმაურისა და შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა აღნიშნულის გამო დარბაზიდან ერთი პირი გააძევა. სხდომას რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები და ბრალდებული პოლიციელების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. თავად დაზარალებული ღონღაძე პროცესს არ დასწრებია.
სასამართლო პროცესზე ირაკლი დარჩიაშვილისა და ბესიკ ბეგაშვილის ადვოკატებმა გირაოს სანაცვლოდ მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.

როგორც "პალიტრავიდეოს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში რ.ღ. მეგობრებთან ერთად რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქმეზე კომენტარი დაკავებულის ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა გააკეთა.

ავტორი: მარი ვარდოშვილი