loader

უნდა ველოდოთ თუ არა ძველით ახალი წლის ღამეს თბილისში თოვლს? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა ველოდოთ თუ არა ძველით ახალი წლის ღამეს თბილისში თოვლს? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12-13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთასა და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.


ავტორი: თიკო გურაშვილი