loader

გლდანში „ფრესკოსთან" დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს - პირდაპირი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში „ფრესკოსთან" დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს - პირდაპირი კადრები შემთხვევის ადგილიდან

სამართალდამცველები გლდანის მე-7 მიკრორაიონში დაკავების ოპერაციას ატარებენ, - აღნიშნული ინფორმაცია "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, ვისი დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ამასთან, გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარე „ფრესკოს“ სუპერმარკეტთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ.
ახლომდებარე კორპუსებთან სამართალდამცველთა ჯგუფები გადაადგილდებიან.

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მცხოვრებლების ნაწილი ადგილზე სამართალდამცველების მობილიზების მიზეზებზე საუბრობს.
როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერეს, თუმცა, ჩხრეკის დაწყებამდე მძღოლი ავტომანქანიდან გადახტა და გაიქცა. მისივე ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლის შემოწმებასაც პოლიცია გეგმავდა, ამჟამად გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, "ფრესკოს" სუპერმარკეტის მიმდებარე ტერტორიაზეა გაჩერებული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

ავტორი: გიორგი ფარქოსაძე