loader

ძლიერი ავარია თემქაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა - თვითმხილველის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი ავარია თემქაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა - თვითმხილველის კადრები

თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ავარია მე-11 მიკრორაიონში მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულთაგან ერთს გულ-მკერდის, ხოლო მეორეს თავის ტრავმა აქვს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


ავტორი: ლადო გოგოლაძე