loader

პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების (ტელე, რადიო და ონლაინპროდუქციის), ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.