loader

მშობიარობის დროს ხაშურის საავადმყოფოში 40 წლის ქალი გარდაიცვალა - რა პრეტენზიები აქვს ოჯახს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მშობიარობის დროს ხაშურის საავადმყოფოში 40 წლის ქალი გარდაიცვალა - რა პრეტენზიები აქვს ოჯახს?

მშობიარობის დროს ხაშურის საავადმყოფოში 40 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. კურტანიძეები გარდაცვალების მიზეზად საკეისრო კვეთის დაგვიანებულად ჩატარებას ასახელებენ. ცხედარი გორში სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გართულებებს ადგილი არ ჰქონია და მშობიარეს გული ბავშვის ამოყვანის შემდეგ გაუჩერდა. შესაბამისი ზომების მიღების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიება შსს -მ 116ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.