"ვის მოვთხოვოთ პასუხი" – სარფში, მოსახლეობა თურქეთის მიერ სასაზღვრო რეგულაციების შეცვლას აპროტესტებს
10:05 / 16-01-2018
მათი განცხადებით, ახალი რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ. მოქალაქეების თქმით, შეზღუდვა უმუშევრობას იწვევს და შემოსავლის გარეშე რჩებიან.
აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფება.
ავტორი: მარიკო კეკელიძე
თურქეთმა საქართველოდან საზღვრის გადაკვეთის წესები შეცვალა