loader

"მოვაჭრემ დაინახა, ვისთან ერთად შევიდა ბოლოს საკუთარ ოფისში" – რას ჰყვება ერთ-ერთი მოვაჭრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვაჭრემ დაინახა, ვისთან ერთად შევიდა ბოლოს საკუთარ ოფისში" – რას ჰყვება ერთ-ერთი მოვაჭრე

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონე, რომელმაც დაინახა, თუ როგორ შედიოდა სამსონ ქუთათელაძე ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ ოფისში.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველები ბაზრობის თანამშრომლების გამოკითხვას აწარმოებენ.

რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.



ავტორი: მარიკა ვარდოშვილი