იმედი მაქვს, მეც ჩემი შვილივით ტყვიას არ მესვრიან - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
თუ საჭირო გახდა, სტრასბურგამდე მივალ. იმედი მაქვს, მეც ჩემი შვილივით ტყვიას არ მესვრიან - პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სახალხო დამცველი ხვდება. როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, პროცესში სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა გამოძიებას სწორად წარმართავს. სახალხო დამცველი, მაჩალიკაშვილის ოჯახის გარდა, უხუცესთა საბჭოს წევრებთანაც გეგმავს შეხვედრას.