loader

დაჭრა ნუცუბიძეზე - 26 წლის მამაკაცს 3 ტყვია ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაჭრა ნუცუბიძეზე - 26 წლის მამაკაცს 3 ტყვია ესროლეს

ნუცუბიძის ფერდობზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა ქვედა კიდურის მიდამოში, რომელიც დამუშავდა ", - აცხადებენ საავადმყოფოში.

ახალგაზრდა მამაკაცი ნუცუბიძის ფერდობზე გუშინ დაჭრეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით.