loader

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საგამოძიებო ორგანო თურქეთის მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საგამოძიებო ორგანო თურქეთის მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში თურქეთის მოქალაქის, ფემბე ოზლემის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - ბრალდებულს საგამოძიებო ორგანო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ფემბე ოზლემის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ქობულეთსა და ბათუმში დიდი ოდენობით ვაზნა, იარაღი და ხელყუმბარა ამოიღეს. სპეცოპერაცია 25 ნოემბერს ჩატარდა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მან თარჯიმნის აცილების თაობაზე სასამართლოს მიმართა. მისი განმარტებით, თარჯიმანი არაკვალიფიციურია, რომ თურქულს სრულყოფილად ვერ ფლობს. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.


ავტორი: მარიკო კეკელიძე