loader

ჩხრეკის შედეგად ვერაფერი აღმოაჩინეს - გიორგი ჭანტურიას ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხრეკის შედეგად ვერაფერი აღმოაჩინეს - გიორგი ჭანტურიას ადვოკატი

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება სამართალდამცავებმა ვერ აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ჭანტურიას მეორე ადვოკატმა ანი კეკენაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ჭანტურია წინასწარი დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ უნდა გაათავისუფლონ, ვინაიდან საქმეში მტკიცებულების სახით დევს მხოლოდ ის ცხრა ვაზნა, რომელიც მას არ ეკუთვნის.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს. მისი მამის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 9 ვაზნა, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, მამას ეკუთვნოდა და არა გიორგი ჭანტურიას.

ავტორი: მარი ვარდოშვილი