loader

თოვლი, ქარბუქი, შტორმი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თოვლი, ქარბუქი, შტორმი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს, დღის ბოლოდან 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6-ბალიანი შტორმი.

ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.




ავტორი: თიკო გურაშვილი