loader

რაზე ისაუბრა პროცესზე 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა მომღერალმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაზე ისაუბრა პროცესზე 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა მომღერალმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების დროს, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულმა საბა სამუშიამ, რომელიც მომღერალია და რესტორანში ერთ-ერთ სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდა, სასამართლოში შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა. საბა სამუშიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც მოსამართლე დაინტერესდა, როდის მიადგა მას ეს დაზიანება, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.