loader

ამერიკაში 31 წლის ქართველი ექიმი მოკლული იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკაში 31 წლის ქართველი ექიმი მოკლული იპოვეს

აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა.

დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა.

პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.