loader

იაშვილის კლინიკაში 7 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაშვილის კლინიკაში 7 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა

იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბიჭი თავდაპირველად მარნეულში, "ავერსის" კლინიკაში იქნა მოთავსებული, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს, სადაც შემდეგ გარდაიცვალა.

"ეს არის პირველი შემთხვევა. მარნეულში არანაირი ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. N8 საჯარო სკოლაში, იმ კლასში, სადაც ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ. ავუხსენით მშობლებს და მოსახლეობას, რომ ეს არ არის ეპიდემია", - აცხადებენ მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრში. 7 წლის ბავშვის შემთხვევა წელს აღნიშნული დიაგნოზით გარდაცვალების პირველი რეგისტრირებული შემთხვევაა.