loader

რას პასუხობს კახა კალაძე მსახიობების პროტესტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას პასუხობს კახა კალაძე მსახიობების პროტესტს

ატენის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. მათ დედაქალაქის მერიაში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანეს და 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის 15 იანვარს მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ატენის 19 ნომერში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ეხება. 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს უკანონოდ გამოაცხადა. იმ შემთხვევაში, თუ კორპუსის მშენებლობა სამშაბათს არ შეჩერდება, მომდევნო დღიდან მოსახლეობა აქციებს აანონსებს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ისინი გზის გადაკეტვესაც გეგმავენ.

თავის მხრივ კახა კალაძე ამბობს, რომ მათ მიერ გაცემულ ნებართვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რადგან გადაწყვეტილება ზემდგომი ორგანოების მიერ უკვე მიღებული იყო. საქმეში გასარკვევად მოსახლეობა და ადვოკატი პროკურატუყრისთვის მიმართვას გეგმავენ.

ასევე იხილეთ: "რატომ მეხებიან მე, რატომ ეხებიან ჩემს ქონებას?!" - რას აპროტესტებენ მსახიობი თათული დოლიძე და ატენის ქუჩის სხვა მცხოვრებლები?