loader

ოჯახური კონფლიქტი პროკურორის ოჯახში - დაშავებულს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახური კონფლიქტი პროკურორის ოჯახში - დაშავებულს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული

წყნეთის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა. თუმცა დაზარალებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ჰოსპიტალიზაციაზე უარი განუცხადა. არსებული ინფორმაციით, მას ტრავმები თავის არეში აქვს.

როგორც ჟურნალისტებს ადგილზე ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსმა თამარ მელიამ განუცხადა, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის პროკურორი, თუმცა მის გვარსა და სახელს ვერ აკონკრეტებს.