loader

ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" დამფუძნებელ ბექა წიქარიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წიქარიშვილი საპატიმროში 14 დღეს გაატარებს. შესაბამისად, სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე საათით გათავისუფლებული ბექა წიქარიშვილი ისევ დააკავეს. მას სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. ასევე, მის მიერ ფანჯრის ჩამტვრევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ბექა წიქარიშვილი რეჟისორ თორნიკე ბზიავასთან ერთად გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს.


გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) პროცესის დასრულების შემდეგ თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს

"სარკეში ჩაიხედე, რას გავხარ" - ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვაზე ბექა წიქარიშვილს დაუპირისპირდნენ