loader

როგორ აკავებს პოლიცია ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულებს, რომლებიც თურქეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდების" დავალებებს ასრულებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აკავებს პოლიცია ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულებს, რომლებიც თურქეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდების" დავალებებს ასრულებდნენ

შსს-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა საშუალებები აოიღეს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდული სამყაროს, მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდათ ლავას ოღლისთან, კაკო ტბილისკისთან, "ტოტორინისთან", "ენცოსთან" და სხვა.