loader

სასამართლო 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლების დაჭრაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლო 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლების დაჭრაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლების დაჭრაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლომ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წარდგენილი ბრალის თანახმად, დაკავებულს ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანებისა და ორი პირის მიმართ.

"მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პატიმრობის გამოყენებისათვის საკმარის საფუძველთა ერთობლიობა", - ნათქვამია განცხადებაში. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 7 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.