loader

გლდანის ციხის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროსს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანის ციხის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროსს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროსს, ოლეგ ფაცაციას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სხვა პირებიც. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს, მალხაზ ღვინიაშვილს სასჯელის სახით მიესაჯა 6 წელი და 9 თვე, ხოლო სხვა ბრალდებულებს: ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილს, ვახტანგ გუგუციძეს, დავით ჩიხლაძესა და დავით ნოზაძეს ამნისტიის გათვალისწინებით შეეფარდათ 3 წელი და 3 თვე. მოსამართლემ სამოტივაციო ნაწილის წარმოთქმისას განცხადა, რომ მალხაზ ღვინიაშვილისთვის განაჩენის გამოტანის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თქმით, მათ განესაზღვრათ აღნიშნულ მუხლზე მინიმალური სასჯელი - 4 წელი, ხოლო ამნისტიის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელის სახით განისაზღვრა 3 წელი და 3 თვე.