loader

პროკურორ მილენა მითაიშვილის ყოფილი ძიძის სახლში ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურორ მილენა მითაიშვილის ყოფილი ძიძის სახლში ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან

პროკურორ მილენა მითაიშვილის ყოფილი ძიძის სახლში ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან. ნინო ბოჭორიშვილის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს. მილენა მითაიშვილსა და ნინო ბოჭორიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე რეპორტაჟი კვირას, გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" გავიდა, სადაც ყოფილი ძიძა პროკურორს მუქარასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებდა.

ნინო ბოჭორიშვილის მსგავსად, პროკურორს იმავე სახის ბრალდებებს კიდევ ერთი ყოფილი ძიძა უყენებდა. ამავე რეპორტაჟში ყოფილი ძიძები ამტკიცებდნენ, რომ მათ პროკურორი მისი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდათ, თითქოს ის მილენა მითაიშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა, რაზეც ორივე ძიძამ უარი განაცხადა.