loader

ხატია თვაურის ოჯახის წევრები საავადმყოფოში შეიჭრნენ - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია თვაურის ოჯახის წევრები საავადმყოფოში შეიჭრნენ - პირდაპირი ეთერი

18 წლის ხატია თვაურის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ასევე, მისმა თანაკლასელებმა ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის შენობასთან აქცია, სახელწოდებით "სიცოცხლე ყველას უფლებაა" გამართეს.

შეგახსენებთ, რომ ხუთი თვის წინ ხატია თვაურმა ამავე კლინიკაში ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა და ის ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ექიმებმა გოგონას შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს, რამაც აღნიშნული შედეგი გამოიწვია.

ოჯახს შვილის მკურნალობის თანხები აღარ გააჩნია, დაზარალებული პაციენტი კი გამოკვლევებს საზღვარგარეთ საჭიროებს.

ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს და ხეჩინაშვილის კლინიკის ადმინისტრაციას მოუწოდებს, აიღონ პასუხისმგებლობა და თავად უზრუნველყონ საზღვარგარეთიდან სპეციალისტის ჩამოყვანა და დაზარალებულის შემდგომი მკურნალობა.


"შეამტვრიეთ ყველაფერი და შედით" - ცხვირის ოპერაციის შემდეგ, კომაში მყოფი გოგონას ახლობლები საავადმყოფოში შეიჭრნენ