loader

თვითმხილველების თქმით, ნაძალადევში მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს, ადგილზე დაახლოებით 40 მოზარდი იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმხილველების თქმით, ნაძალადევში მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს, ადგილზე დაახლოებით 40 მოზარდი იმყოფებოდა

ნაძალადევის რაიონში სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის თვითმხილველები ჰყვებიან, რომ დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა. როგორც კერძო სკოლა "პეგასის" თანამშრომლებმა განაცხადეს, მოსწავლეები მე-12 სკოლის ეზოში იყვნენ შეკრებილნი.

თვითმხილველებისთვის უცნობია, მოსწავლეები კონკრეტულად რომელი სკოლების მოსწავლეები იყვნენ.
ამასთან, სკოლა "პეგასის" თანამშრომლების თქმით, სიტუაციაში დროულად ჩაერთო მე-12 სკოლის მანდატურის სამსახური და სწორედ მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


"ამომიყვანეს ეს ბავშვი ნაცემი" - სკოლა „ლამპარის“ დირექტორი მოსწავლეების დაპირისპირებაზე