loader

დაჭრა ვარკეთილში: 18 წლის ბიჭს სადარბაზოში შეჰყვნენ და ესროლეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაჭრა ვარკეთილში: 18 წლის ბიჭს სადარბაზოში შეჰყვნენ და ესროლეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით არის დაწყებული.

მეზობლები დაჭრის დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, დაინახეს, რომ 18 წლის ბიჭს ორი ახალგაზრდა მისდევდა, სადარბაზოში შეყვნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სულ ორი გასროლა გაისმა, რა დროსაც 18 წლის ახალგაზრდა ფეხში დაიჭრა. მას პირველადი დახმარება მეზობლებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე იხილეთ: რას ჰყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ?