loader

რას ჰყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ?

მეზობლები ვარკეთილში 18 წლის ბიჭის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, დაინახეს, რომ 18 წლის ბიჭს ორი ახალგაზრდა მისდევდა, სადარბაზოში შეყვნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სულ ორი გასროლა გაისმა, რა დროსაც 18 წლის ახალგაზრდა ფეხში დაიჭრა. მას პირველადი დახმარება მეზობლებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით არის დაწყებული.

ასევე იხილეთ: დაჭრა ვარკეთილში: 18 წლის ბიჭს სადარბაზოში შეჰყვნენ და ესროლეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან