loader

მოსკოვთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - როგორ გამოიყურება შემთხვევის ადგილი, სადაც 71 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - როგორ გამოიყურება შემთხვევის ადგილი, სადაც 71 ადამიანი დაიღუპა

"სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტიდან "ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" წყარომ განუცხადა.

"თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების გადარჩენის შანსი არ არის", - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

მანამდე, წყარომ "ინტერფაქსს" აცნობა, რომ "ან-148" ტიპის თვიტმფრინავი რადარებიდან გაქრა. ეკიპაჟთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბორტზე 71 ადამიანი - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

თვითმხილველებმა ექსტრემალურ სამსახურებს პოდმოსკოვიეში, რამენსკის რაიონში თვითმფრინავის ვარდნის შესახებ შეატყობინეს.

რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰაერში სამგზავრო თვითფრინავს "ან -148"-ს, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რამენსკის რაიონში ჩამოვარდა, ცეცხლი ეკიდა. შესაძლოა, საუბარი იყოს აფეთქებაზე.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ვერტმფრენის ნამსხვრევებიც არის, რომელიც "რუსეთის ფოსტას" ეკუთვნის. სააგენტოს ცნობით, აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი სიმაღლის აკრეფის მომენტში ვერტმფრენს შეეჯახა. აღნიშნული ვერსია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე 167 მაშველი და 34 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს.