loader

რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს, როგორ შეიჭრნენ სპეცრაზმელები რესტორანში სააკაშვილის დასაჭერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს, როგორ შეიჭრნენ სპეცრაზმელები რესტორანში სააკაშვილის დასაჭერად

კიევში მდებარე რესტორან "სულუგუნში" მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობენ. როგორც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" რესტორნის ადმინისტრაციამ განუცხადა, მათ დაწესებულებაში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და რესტორნის ტერიტორია დატოვეს.

"სააკაშვილი და კიდევ ხუთი პირი ერთად სადილობდნენ რესტორნის მეორე სართულზე, როდესაც ნიღბიანი პირები შემოიჭრნენ ავტომატებით. ის უცებ დააკავეს", - განაცხადა რესტორნის ადმინისტრატორმა.

მისი თქმით, ყველაფერი სამი წუთის განმავლობაში მოხდა და მიხეილ სააკაშვილის გარდა, სხვა არავინ დაუკავებიათ.


რესტორანში გადაღებული კადრები, სადაც ჩანს როგორ დააკავა სპეცრაზმმა მიხეილ სააკაშვილი

ქართულ რესტორანში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს - დაკავების კადრები