loader

პირდაპირი ეთერი - დოდო გუგეშაშვილი კლინიკიდან შვილის პანაშვიდზე გადაჰყავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი - დოდო გუგეშაშვილი კლინიკიდან შვილის პანაშვიდზე გადაჰყავთ

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანიმობილით, ბაგრატიონის ქუჩაზე იმ სახლში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის მისი შვილის ცხედარი ასვენია. მანამდე კი, კლინიკაში მივიდნენ დოდო გუგეშაშვილის მეგობრები და სასულიერი პირები, რომლებმაც მას შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობნეს.

დოდო გუგეშაშვილმა ამ დრომდე არ იცოდა ვაჟის გარდაცვალების ამბავი. როგორც დღეს ჟურნალისტებს ექიმმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ასევე ექიმის თქმით, დოდო გუგეშაშვილს კლინიკაში დღეს კვლავ დააბრუნებენ, ვინაიდან მკურნალობის პროცესი დასრულებული არ არის.


ამ წუთებში დოდო გუგეშაშვილი შვილის პანაშვიდზე მიიყვანეს