loader

გახმაურებული მკვლელობა ბათუმში გახსნილია - ვინ დააკავეს ახალგაზრდა მოდელისა და მომღერლის მკვლელობის ბრალდებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გახმაურებული მკვლელობა ბათუმში გახსნილია - ვინ დააკავეს ახალგაზრდა მოდელისა და მომღერლის მკვლელობის ბრალდებით?

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.
როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო ნ.ბ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდის ცხედარი გასული წლის 5 აგვისტოს იპოვეს. ისინი თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილები გიორგი ხ. და ზვიად ს. არიან. გიორგი ხ. მომღერალი იყო, ხოლო ზვიად ს. - მოდელი.


ასევე იხილეთ: "კანონერ ქურდებთან" კავშირი, ნარკოდანაშაული, ქურდობა - შსს-ს მიერ ბოლო ერთ კვირაში გახსნილი საქმეები