loader

თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრები

შსს-მ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული პირი დააკავა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ნივთმტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი დანა.

„შსს-მს თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით მეგობარს 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღთ სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ძიება 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს“-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ასევე იხილეთ: 20 წლის გოგონა შურისძიების მოტივით მეგობარმა მოკლა - შსს საზარელი მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა ეჭვმიტანილმა აღიარა

"ანასთან ჩვეულებრივი, დალაგებული ურთიერთობა ჰქონდა" - რას ჰყვება 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი

ადგილი, სადაც 21 წლის გოგო ცივი იარაღით მოკლეს