loader

"თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები...." - რას ამბობს თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები...." - რას ამბობს თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

თემქაზე, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა, ის დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და შესაბამისად, დადასტურებულად არ იცის, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ოტიაშვილის თქმით, ის ჯერ არც საქმის მასალებს არ იცნობს.

"ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ, არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მე უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი, რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.


ასევე დაგაინტერესებთ:

"ანას გვერდით სხვა ბიჭი არ მინახავს" - რას ამბობს მოკლული გოგონას ახლობელი

"კონფლიქტი ერთ-ერთ ქალს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიღუპა" - ვერსიები, რომლებიც 21 წლის გოგოს სასტიკ მკვლელობას უკავშირდება