loader

როდის გადმოსცემს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის გადმოსცემს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს?

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოგვცემენ, - ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ დაპირება შესრულდეს და ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოსცენ.რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, გამგებლის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ გასათავისუფლებლად.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.