loader

საგანგაშო სტატისტიკა: ოჯახში ძალადობის ბრალდებით - 18, ხოლო მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგაშო სტატისტიკა: ოჯახში ძალადობის ბრალდებით - 18, ხოლო მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოჯახში ძალადობისა და მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. პოლიციამ კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 პირი აიყვანა. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეუღლის მკვლელობის მცდელობას, სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან, 2003 წელს დაბადებულ მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.