loader

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულის, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ ბაქრაძის დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულის, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ ბაქრაძის დაკავების კადრები

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი საქართველოს მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ზაზა ბაქრაძე თბილისის საერაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია.ამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.