loader

"ოჯახში ენითაუწერელი უბედურება ტრიალებს, მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდათ" - ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოჯახში ენითაუწერელი უბედურება ტრიალებს, მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდათ" - ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან შემზარავი ავტოკატასტროფა მოხდა - სოფლის სიახლოვეს მდებარე ტაშისკარის არხში "ოპელის" მარკის ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა იჯდა. მათგან სამი - ხაშურში მცხოვრები ძმები - 21 წლის რომიკო და 19 წლის რატი გრიგალაშვილები და სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, მათი 27 წლის მამიდაშვილი, რატი სულაქველიძე ადგილზევე დაიღუპნენ. საბედნიეროდ, გადარჩნენ ასევე სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, გარდაცვლილი რატი სულაქველიძის ძმა, უჩა; მათივე მეზობელი და ახლობელი მალხაზ გრიგალაშვილი. მომხდარზე საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციისას გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვას გულისხმობს. 



წყარო