loader

მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეეძლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეეძლება

მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირადობის მოწმობის აღება 1-ელ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლება. აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომელთაც 1-ელ მარტამდე ნებისმიერი მიზეზით გაუუქმდათ ყველა დოკუმენტი; რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი აქტიური დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი) არ გააჩნიათ და არასდროს ჰქონიათ აღებული მოქალაქის დოკუმენტები.

აქციით სარგებლობა შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაში, თუ პირი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ამის საფუძველზე გაუქმებული აქვს პირადობის მოწმობა და იდენტიფიცირებად მისამართზე გადის რეგისტრაციას.

აქციით სარგებლობა შეუძლიათ ასევე იმ 17 წლის პირებსაც, რომელთაც 18 წელი 2018 წლის 1 ნოემბრისთვის უსრულდებათ.