loader

შსს-მ გახმაურებული დანაშაული გახსნა - დააკავეს მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი, რომელმაც ზაჰესში ცოლ-ქმარი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ გახმაურებული დანაშაული გახსნა - დააკავეს მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი, რომელმაც ზაჰესში ცოლ-ქმარი მოკლა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობა გახსნა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დაკავებულია მრავალჯერ ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული პირი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ნაცნობს - 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს - 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.



ასევე დაგაინტერესებთ: 

"მაღაზიის ეზოში ცხოვრობდნენ, წინა კარების დაკეტვა მოასწრეს" – რას ამბობს ადგილობრივი ზაჰესში მომხდარ მკვლელობაზე