loader

მსხვერპლით დასრულებული ავარია ბათუმში - დაიღუპა მძღოლი, რომელმაც ბავშვს ააცილა და ელექტრობოძს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსხვერპლით დასრულებული ავარია ბათუმში - დაიღუპა მძღოლი, რომელმაც ბავშვს ააცილა და ელექტრობოძს დაეჯახა

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.