loader

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ"- უნიკალური პროექტის საპრეზენტაციო საღამო რჩეული მეღვინეებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ"- უნიკალური პროექტის საპრეზენტაციო საღამო რჩეული მეღვინეებისთვის

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროექტის - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" რჩეული ღვინის სახეობები გამოვლინდა.

"ბიბლუსი გალერეაში" გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებოდნენ, პროექტის ორგანიზატორებმა ღვინის სახეობების ჩამონათვალი გაასაჯაროეს.

რჩეული ღვინის სახეობებს შორისაა - საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე.

პროექტი „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ 15 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში, ღვინის ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე allwine.ge-სა და ambebi.ge-ზე. საკუთარ რჩეულ ღვინოს ხმა 250 000-მდე ადამიანმა მისცა. პარალელურად, საჯარო თავშეყრის ადგილებში მოეწყო ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა.

სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ “კვირის პალიტრისა” და ჟურნალ “გზის” ყოველკვირეულ გამოცემებში. საერთო ჯამში პროექტში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. რჩეული 10 ღვინის სახეობა, სწორედ ხალხის შერჩეულია.