loader

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს - 9 რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს - 9 რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები კონკრეტულ სიტუაციაში.

კერძოდ, უწყება მოქალაქეებს ურჩევს, ძლიერი ქარის დროს შენობის გარეთ ყოფნისას შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინონ: იპოვონ შენობა და შეაფარონ თავი; დაიცვან სხეულის მგრძნობიარე ნაწილი (სახე, კიდურები); დარეკონ 112-ში; შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აჰყვნენ პანიკას ან დაელოდონ სამაშველო რაზმს.

დახურულ სივრცეში კი, უწყების რჩევაა, მოსახლეობამ შემდეგი რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს: მყარად დაამაგრონ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად; დახურონ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვან თავი დამტვრეული მინისგან; მიიღონ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ; მოქალაქეებმა იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებიან ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინონ ინსტრუქციებს ან დარეკონ 112-ში.