loader

როდის ჩადგება თბილისში ქარი - სინოპტიკოსების პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის ჩადგება თბილისში ქარი - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღეს, დღის მეორე ნახევრამდე ქარი შენარჩუნდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მეტრი წამში იქნება. სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, დღის ბოლოსთვის ქარი შესუსტდება.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, როგორც გვაზავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 11-12 მარტს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, მცირე წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში თოვლი.

აღმოსავლეთ საქართველოში 12-15 მარტს უმეტესად წვიმიანი ამინდი იქნება, რაც ამიერკავკასიის ჩრდილო–აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასების შედეგად იქნება განპირობებული.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ 13 მარტს გამოიდარებს და 15 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.