loader

ქარიშხლიანი ღამის ქრონიკა: გადახდილი სახურავები; მოგლეჯილი ხეები; ჩამოშლილი მთის მასა; გაჩერებული საბაგირო და გაუქმებული ფრენები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქარიშხლიანი ღამის ქრონიკა: გადახდილი სახურავები; მოგლეჯილი ხეები; ჩამოშლილი მთის მასა; გაჩერებული საბაგირო და გაუქმებული ფრენები

ქარიშხალმა შენობების სახურავები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დააზიანა. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 58 შეტყობინება შევიდა.

თბილისში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ხეები, გარე განათების ბოძები, გაწყვეტილია ელექტრო სადენები, დაზიანებული ავტომობილები და გაზის მილები. მოსახლეობის ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიის მიწოდება, ჯერჯერობით, არ აღმდგარა. უამინდობის შედეგად რამდენიმე რეგიონში მთის მასაც ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

ძლიერი ქარის გამო, მუშაობა შეაჩერა "რიყე-ნარიყალას" საბაგირომაც. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, გუშინ და დღეს გამთენიისას ჯამში 3 რეისი გაუქმდა.