loader

ემოციური წუთები - ბორჯღალოსნებმა რუსები მეოცედ დაამარცხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური წუთები - ბორჯღალოსნებმა რუსები მეოცედ დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხა. "ბორჯღალოსნები" რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაუპირისპირდა. შეხვედრა რუსეთში, კრასნოდარში გაიმართა.

დღევანდელი მატჩის ჩათვლით საქართველო რუსეთს რაგბიში 22-ჯერ დაუპირისპირდა, აქედან 20 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრა რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.