loader

სასწრაფო ინფორმაცია: ტატუნაშვილთან ერთად ცხინვალში დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასწრაფო ინფორმაცია: ტატუნაშვილთან ერთად ცხინვალში დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს

ოკუპირებული ახალგორი ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებულმა ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა ცხინვალი დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი ოკუპირებულ დაბაში იმყოფებოდნენ, თუმცა, დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ დოკუმენტები ჩამოართვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ოკუპირებული ახალგორიდან დღეს გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ამ წუთებში მცხეთაში, პოლიციის შენობაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ხვდებიან.

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები თავს კარგად გრძნობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პირდაპირ ჩართვას ამ თემაზე მაყურებელს ტელეკომპანია "იმედი" სთავაზობს.